აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს პოლონელი ჟურნალისტები სტუმრობდნენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს პოლონელი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპარტამენტიდან აცნობეს, პოლონელი ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი და მთიანი აჭარა დაათვალირეს. ისინი ასევე, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ სამზარეულოს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, წელს რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან 25-მდე პრეს და ინფოტური განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ.

„პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია გარე რეკლამის, ონლაინ რეკლამისა და სხვა სარეკლამო არხების გზით მიმდინარეობს. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტები 25%- ით გაზრდილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა