ქობულეთში 9 წლის მოზარდს ეძებენ

ქობულეთში 9 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მოზარდის სამძებრო სამუშაოები სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. მათივე ცნობით, დაკარგული ერთი მოზარდი იპოვეს, ხოლო მეორეს ეძებენ.

„მოზარდის სამძებრო სამუშაოები სანაპიროზე მიმდინარეობს. ორი ბავშვი იყო დაკარგული, ერთი ვიპოვეთ“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.