სალომე ზურაბიშვილი - მე პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალია.

ზურაბიშვილმა ამის შესახებ დიდ ჯიხაიშში განაცხადა, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

„მე ვიქნები არამხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების {რომელზეც პრეზენტაციაზე ისაუბრა}, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ იყო ქალების პრეზიდენტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დღეს სწორედ დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში შეხვდა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ემიგრანტებისა და ა.შ. საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს