ტურისტები გონიოს სანაპიროზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ტურისტები გონიოს სანაპიროზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც ტურისტებმა „ინტრპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, სანაპიროზე განათების პრობლემაა და მათ საღამოობით გადაადგილება უჭირთ. ტურისტები ბათუმის მერიას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სთხოვენ.

ტურისტების პრეტენზიებს ბათუმის მერიაში უპასუხეს. მათი ინფორმაციით, სანაპიროზე განათების ბოძები შტორმმა დააზიანა და უმოკლეს ვადაში პრობლემა მოგვარდება.

„აღნიშნული პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია. იგეგმება სრული რემონტი. დაზიანება შტორმმა გამოიწვია“, - განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა სულხან ევგენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა