ირაკლი კობახიძე - ადამიანებს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთი ხელოვნურ ბარიერს უქმნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთი ხელოვნურ ბარიერს უქმნის.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივა, ეს არის ჩვენი ხედვა და ვმოქმედებთ ამ ხედვის შესაბამისად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები არის პირველ რიგში დაკავშირებული ტერიტორიულ მთლიანობასთან, ეს არის ურყევი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმოქმედებთ.

ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ხელოვნური ბარიერი ექმნებათ. ვიცით ვისი მხრიდან - რუსეთის მხრიდან. ეს არის დღევანდელი რეალობა. ჩვენი ინტერესი არის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს