იანოშ ჰერმანი - რეფორმების შედეგი ყოველთვის უფრო გვიან ჩანს, ამიტომ საჭიროა გააგრძელოთ მათი იმპლემენტაცია

რეფორმების შედეგი ყოველთვის უფრო გვიან ჩანს, ამიტომ საჭიროა გააგრძელოთ მათი იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

ჰერმანმა, რომელმაც საქართველოში მისიას ასრულებს, ევროკავშირის ელჩის რანგში მისი საქმიანობის 4-წლიანი შედეგები შეეჯამა.

„რომ შევადაროთ ის, რაც ხდებოდა 2014 წელსა და 2018 წელს შორის, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწიეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ყველაზე ნათელი შედეგია ასოცირების შეთანხმება, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია. ასევე, ჩვენ უფრო დავახლოვდით მას შემდეგ, რაც უვიზო მიმოსვლა გახდა შესაძლებელი და უამრავი ადამიანისთვის მოგზაურობის შესაძლებლობა შეიქმნა. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა“, - განაცხადა ჰერმანმა.

მისი თქმით, ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად საქართველო ატარებს რეფორმებს, მაგრამ ისინი ბოლომდე დასრულებული არ არის. „რეფორმების შედეგი უფრო გვიან ჩანს, ამიტომ საჭიროა ამ რეფორმების განხორციელების გაგრძელება. ეს ყოველთვის მარტივი არ არის. თქვენ უნდა გააკეთოთ ორი რამე ერთდროულად - გააგრძელოთ ახალი რეფორმების დანერგვა და იმპლემენტაცია და შეინარჩუნოთ და გააღრმაოთ უკვე არსებული შედეგები. გამოწვევებს რაც შეეხება, რაღაც გარკვეული რეფორმები შეიძლება მარტივად ტარდებოდეს და რაღაც უფრო რთულად. ზოგი მათგანი შეიძლება არ იყოს ყველას მიერ მხარდაჭერილი. ამავდროულად რაღაც რეფორმები უფრო რთულადაც ტარდება“, - განაცხადა ჰერმანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო