„ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე სასტუმროს მუშაობის უფლება მისცენ

სასტუმრო „ველმონდის" (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ამზადებენ წერილს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართავენ.

„სასტუმრო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება და სამართლებრივ ჩარჩოებს არ გაცდება. როდესაც გადაწყვეტილება აღსრულდება, მთავრობის შესაბამისი დადგენილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მივმართოთ თხოვნით თავად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სასტუმრო დაუშვან დროებით ექსპლუატაციაზე. ეს დოკუმენტი მზადდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ახლა - ტურისტული სეზონის პიკში დახურვა, გამოუსწორებელი შედეგის მომტანი იქნება. არის შესაძლებელი, რომ დროებითი ექსპლუატაციის ნება მოგვცენ“, - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდი”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე „ველმონდში“ (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა