ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს.

შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან გამოითხოვა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტები სამკურნალო საშუალებისა და სერიული აღრიცხვის, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, განადგურების თაობაზე დადგენილი წესების დარღვევით არსებულ ფარმაცევტულ საშუალებებს წარმოადგენდა ან საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოსული და არარეგისტრირებული სამკურნალო პროდუქტები იყო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე ყველაზე ხშირ შემთხვევაში საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებები გატარდა. კერძოდ, 157 შემთხვევაში საქართველოში, 102 შემთხვევაში უკრაინაში, ხოლო 90 შემთხვევაში პოლონეთში წარმოებული ფარმაცევტული საშუალების ბაზრიდან ამოღება მოხდა.

რაც შეეხება დარღვევებს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ძირითადი მიზეზი სერიული აღრიცხვის წესის დარღვევა გახდა, რაც 42 შემთხვევაში დაფიქსირდა. ამასთან, ჩამორთმევის ყველაზე ხშირი მიზეზი ვადები და შენახვის წესების დარღვევაც იყო. კერძოდ, საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული საშუალებები 38 შემთხვევაში ვადაგასული იყო, ასევე 38 შემთხვევაში კი შენახვის წესის დარღვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება უკრაინაში წარმოებულ მედიკამენტებს, მათი უმეტესობის ჩამორთმევა შენახვის წესების დარღვევის გამო განხორციელდა.

პოლონეთში წარმოებულ მედიკამენტებს შორის კი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ ყველაზე ხშირ შემთხვევაში აღრიცხვის წესისა და სერიული აღრიცხვის წესის დარღვევა დააფიქსირა, რაც სულ 52-ჯერ გამოვლინდა. ამასთან, პოლონეთში წარმოებული მედიკამენტების შემოწმებისას ხშირი დარღვევები ცალკეულ შემთხვევებში სერიული აღრიცხვის წესს შეეხებოდა, რისი 41 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, დარღვევების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა აღრიცხვის წესს, რაც 23 შემთხვევაში გამოვლინდა.

რაც შეეხება მედიკამენტების დასახელებებს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ სხვა ასეულობით მედიკამენტს შორის ისეთი ფარმაცევტული პროდუქციის ჩამორთმევა განახორციელა, როგორიც არის დიაზეპამი, ფენაზეპამი, ლორაფენი, კლონაზეპამი, სომნოგამა, რელანიუმი, ბაკლოფენი, ციკლოდოლი, გლუფერალი, მუკალტინის სიროფი, ტაზეპამი, კორსიზი, კორვალოლ C და ა.შ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო