თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გასახლებას ითხოვს

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გასახლებას ითხოვს.

როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლუკა მელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 5 კორპუსის მცხოვრებლებმა რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომ უსაფრთხო ადგილას გაესახლებინათ. მისივე თქმით, არსებობს აზიის განვითარების ბანკის შესაბამისობის შემსწავლელი კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გზის გაყვანის შემთხვევაში, მათ კორპუსებს დანგრევა ემუქრება.

„უკვე მიმდინარეობს თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა. ჩვენ მივმართეთ აზიის განვთარების ბანკის შესაბამისობის შემსწავლელ კომისიას. ჩვენ ხელთ გვაქვს შესაბამისობის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში გარდაუვალი იქნება შენობების ჩამონგრევა, რასაც მსხვერპლი მოყვება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ცდილობს, რომ მოსახლეობის გასახლება არ მოხდეს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ წერილობით მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით პროექტს, უბრალოდ ვითხოვთ უსაფრთხო ადგილას გასახლებას. მუნიციპალური განვითარების ფონდში დაჟინებით ცდილობენ შენობების გამაგრებას. ყველა შენობას აქვს ექსპლუატაციის ვადა გასული, ყველა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ლუკა მელაშვილმა.

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს