დავით ზალკალიანი - საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციას ახორციელებს შვეიცარიის საელჩო და მათ უფლება ჰქონდათ სავიზო მომსახურების ცენტრი გაეხსნათ

საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციას ანხორციელებს შვეიცარიის საელჩო და მათ ყველანაირი უფლება ჰქონდათ რუსეთის სავიზო მომსახურების ცენტრი გაეხსნათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ცენტრის გახსნას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონას.

„რუსეთის ინტერესების სექციის გარშემო გარკვეული პრობლემები არსებობდა სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით. შსს-მ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთილიყო ყველა არამართლზომიერი ქმედება. ასევე, ინტერესების სექციამაც მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნა სავიზო მომსახურების ცენტრი. ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა. მსგავსი ცენტრები არსებობდა იგივე შენგენის ქვეყნების სავიზო მომსახურებასთან დაკავშირებით, სანამ საჭირო იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები. ამჟამად ბრიტანეთის საელჩოსაც აქვს სავიზო მომსახურების ცენტრი. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა იმისთვის, რომ სავიზო პროცედურები იყოს მოწესრიგებული. ამას არანაირი კავშირი და ბმა არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონასთან გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს არა რუსეთის საელჩო, არამედ რუსეთის ინტერესების სექცია, რომელსაც ახორციელებს შვეიცარიის საელჩო. ბუნებრივია, მათ აქვთ ყველანაირი უფლება მსგავსი სახის მომსახურების ცენტრი გახსნან.

ამ კონტექსტში არ ვიზიარებ იგივე კარასინის განცხადებებს. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ ქმედებებს, შს სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან უკვე დაიწყო ამ ზომების გატარება და აქტიური ნაბიჯებით შესაძლებლობა იქნება ყველა არამართლზომიერი ქმედება იყოს აღკვეთილი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, თბილისში, ბესიკის ქუჩის 4 ნომერში დღეიდან რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის