ხაშურში, სოფელ ცხრამუხის ბიბლიოთეკაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ იმსჯელეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის ბიბლიოთეკაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პრეზენტაცია სახელწოდებით „მითები ევროკავშირისა და ნატოს შესახებ“ აუდიტორიას მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების უფროსმა ნინო სუხიაშვილმა წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მაკა დიდებულიძე, ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის კოორდინატორი ქეთევან მეტრეველი, ცხრამუხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები.

„შეხვედრაზე გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის ინიციატორებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს და იმ პოზიტიური შედეგების შესახებ იმსჯელეს, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას ახლავს თან.

შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებითა და მხარდაჭერით, ასევე ბიბლიოთეკის ამერიკის კუთხის „მობილური პროგრამა სოფლებისთვის“ ტექნიკური მხარდაჭერით მოეწყო. საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებას ევროატლანტიკური სტრუქტურების და ინტეგრაციის პოზიტიური შედეგების შესახებ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კვლავაც გაგრძელდება,” - ნათქვამია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს