ირმა ნადირაშვილი - ხალხმა პრეზიდენტად ის უნდა აირჩიოს, ვინც ორიენტირებულია პრობლემებზე და არა იმის შერჩევაზე, რომელ კაბინეტში და სასახლეში დაიკავებს ადგილს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში აბსურდული ვითარებაა, რადგან „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კაბინეტის და არა პროგრამის მიხედვით ირჩევს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ვერ უნდა შეძლოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც პრობლემებზე იქნება ორიენტირებული.

„ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა ისაზღვრებოდეს იმ შენობის კვადრატული მეტრობით, სადაც ის ზის და არა კონსტიტუციის მიხედვით. ჩვენ გვაქვს აბსურდული ვითარება, როდესაც „ქართული ოცნება“ ირჩევს პრეზიდენტს კაბინეტის მიხედვით და არა მისი პროგრამის ან კომპეტენციის მიხედვით.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რამდენად არ აინტერესებს „ოცნებას“ ხალხის პრობლემები, რამდენად არ აინტერსებს ეკონომიკური ღრმა კრიზისი, რომელშიც ქვეყანაა შესული, რა ვითარებას გვაქვს ლარის კურსთან დაკავშირებით. აქ მთავარია სალომე ზურაბიშვილმა ვერ უნდა შეძლოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც იქნება ორიენტირებული პრობლემებზე და არა იმის შერჩევაზე, რომელ კაბინეტში და სასახლეში დაიკავებს ადგილს“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა