რევაზ სოხაძე - ალექსანდრე ტოგონიძე ყველაფერს გააკეთებს, რათა ქალაქში ურბანული განვითარება სწორ რელსებზე დადგეს

ვფიქრობ, ალექსანდრე ტოგონიძე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში დღეს არსებულ გუნდთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ქალაქში ურბანული განვითარება სწორ რელსებზე დადგეს და მოხდეს ახალი გენერალური გეგმის აღსრულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ტოგონიძეს აქვს როგორც კერძო, ასევე მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება, რაც მისი ძლიერი მხარეა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები თბილისის ურბანული განვითარების საქალქო მეურნეობის უფროსის თანამდებობაზე ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურას უყრიან კენჭს. იგი მანამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ტოგონიძე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რუსუდან მირზიკაშვილს შეცვლის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს