ირაკლი ნადირაძე - ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაგვინიშნეს არა ურბანისტი, არამედ ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანი

თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაგვინიშნეს არა ურბანისტი, არამედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანი, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის წვრმა ირაკლი ნადირაძემ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალექსანდრე ტოგონიძის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მაშინ, როდესაც თბილისში გვაქვს ურბანული ქაოსი, იმის ნაცვლად, რომ თბილისის მერიას არჩევანი გაეკეთებინა თბილისელების სასარგებლოდ, მან არჩევანი გააკეთა სამშენებლო ბიზნესის და ბიძინა ივანიშვილის ინერესების სასარგებლოდ. თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაგვინიშნეს არა ურბანისტი, არამედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე და სამშენებლო კომპანიებში მომუშავე ადამიანი, რომელსაც ურბანული თვალსაზრისით ამ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ გააგრძელონ ბიძინა ივანიშვილისა და მათი მაფიოზური კლანის სამშენებლო ინტერესების გატარება თბილისელების ინტერესების გაუთვალისწინებლობის გზით", - განაცხადა ნადირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა