ვახტანგ შაქარიშვილი - ორგანიზაციაში საქმიანობა, რომელმაც რამდენიმე მილიარდი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დახარჯა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება იყოს “კომპრომატი”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე,მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

შაქარიშვილის თქმით, დედაქალაქის მერიის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, უმთავრესი და მრავალჯერ დეკლარირებული მიზანია ქალაქის ერთხელ და სამუდამოდ სწორი ურბანული განვითარების რელსებზე გადაყვანა.

„ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ ურბანული საქალაქო სამსახურის შექმნა იყო, რომლის წინაშეც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და რთული გამოწვევები დაგვხვდა. დარწმუნებული ვარ, კანდიდატურა, რომელიც მერიამ წარმოადგინა, მისი გამოცდილებით, განათლებით ახალი ხედვებით და მიდგომებით იქნება ეფექტური იმ მიზნის შესასრულებლად, რასაც თბილისის სწორი ურბანული განვითარება ჰქვია“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს,დეპუტატმა ტრაგიკომიკური უწოდა ოპოზიციის მხრიდან ალექსანდრე ტოგონიძის ასაკზე აპელირებას და განაცხადა, რომ ოპოზიციამ “კომპრომატად”ტოგონიძის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გამოარჩია. როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, „ქართუ ჯგუფს“, სადაც ალექსანდრე ტოგონიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმიანობდა, ამ ქალაქში და ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული და ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის და მსგავსი მარგინალური ორგანიზაციებისთვის შეიძლება იყოს “კომპრომატი”.

„საზოგადოებისთვის და ჩვენთვის კი ეს საფუძველია ვიფიქროთ, რომ მისი საქმიანობა წარმატებული იქნება უმნიშვნელოვანესი მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე. ოპოზიციას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ჩვენი ქალაქის და თბილისის მცხოვრებლების ინტერესების დაცვას ნამდვილად არ გულისხმობს, ასე რომ მათი შეფასებები მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობა მხარს უჭერს ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურას და მისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, რათა დასრულდეს ურბანული უწესრიგობა და ჩვენი ქალაქი სწორი განვითარების რელსებზე გადავიდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო