პროექტის - “ჩემი ხმა გადამწყვეტია“ ფინალური ღონისძიება ხვალ გაიმართება

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხვალ, “კარგი მმართველობის ინსტიტუტის“ (GGI) ორგანიზებით პროექტის - “ჩემი ხმა გადამწყვეტია“ ფინალური ღონისძიება,ახალგაზრდული პოლიტიკური დებატები გაიმართება.

დებატების მონაწილეებსა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიმართავს და გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოებს გადასცემს.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო-პოლიტიკურ საკითხებში, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა და ახალგაზრდების საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის დონის ამაღლება.

ტურნირის ჟიური, რომელიც აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისგან შედგება, 25 მონაწილიდან პროექტის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კარგი მმართველობის ინსტიტუტი (GGI)“ განაგრძობს საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებში საგანამანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საზოგადოების საარჩევნო აქტივობის ზრდასა და საზოგადოების მიერ ინფორმირებული აჩევანის გაკეთებას.

პროექტის “ჩემი ხმა გადამწყვეტია“ ფინანსური მხარდამჭერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს