აჭარელი ეკომიგრანტები წალკის მუნიციპალიტეტში ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ

წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც"ინტერპრესნიუსთან" საუბარში თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, აქცია სოფელ ქვედა ხარებაში გაიმართება და მასში წალკის 10 სოფელში სხვადასხვა წლებში აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩასახლებული და საკუთარი ნებით საცხოვრებლად ჩასული ოჯახები მიიღებენ მონაწილეობას.

„ეს ხალხი წლების განმავლობაში წალკის სოფლებში ბერძნების სახლებში ცხოვრობს. მათ მეპატრონეები ფართს ატოვებინებენ და პრობლემა ისაა, რომ მოგეხსენებათ, აჭარა მცირემიწიანი რეგიონია და მათი უკან დაბრუნებით, შესაძლოა ახალი ე.წ. მუყაოს ქალაქი წარმოიქმნას ბათუმთან, რომელსაც "ოცნების ქალაქსაც" ეძახიან. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ წალკაში სახლების შეძენას და საკუთრებაში გადაცემას. ბერძნები წალკაში მასობრივად ბრუნდებიან და მათ ან სახლების დაცლას ან თანხის გადახდას სთხოვენ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თამაზ ბაკურიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა