აჭარელი ეკომიგრანტები წალკის მუნიციპალიტეტში დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, აქცია სოფელ ქვედა ხარებაში გაიმართება და მასში წალკის 10 სოფელში სხვადასხვა წლებში აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩასახლებული და საკუთარი ნებით საცხოვრებლად ჩასული ოჯახები მიიღებენ მონაწილეობას.

„ეს ხალხი წლების განმავლობაში წალკის სოფლებში ბერძნების სახლებში ცხოვრობს. მათ მეპატრონეები ფართს ატოვებინებენ და პრობლემა ისაა, რომ მოგეხსენებათ, აჭარა მცირემიწიანი რეგიონია და მათი უკან დაბრუნებით, შესაძლოა ახალი ე.წ. მუყაოს ქალაქი წარმოიქმნას ბათუმთან, რომელსაც "ოცნების ქალაქსაც" ეძახიან. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ წალკაში სახლების შეძენას და საკუთრებაში გადაცემას. ბერძნები წალკაში მასობრივად ბრუნდებიან და მათ ან სახლების დაცლას ან თანხის გადახდას სთხოვენ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თამაზ ბაკურიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა