ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსი დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც დიქტატურა შეუძლებელია

ბელარუსი დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც დიქტატურა შეუძლებელია, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის ახალი ხელმძღვანელობის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან დემოკრატიული ბლოკები გვესაზღვრება, ხოლო სამხრეთით კი ისეთი დემოკრატიაა, რომ მეტის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ამიტომაც, ბელარუსში დიქტატურის განხორციელება უბრალოდ წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, „ქვეყანაში ყოველთვის იყო და იქნება წესრიგი“.

„მე ყურადღებით ვაკვირდები საზოგადოების რეაქციას ჩემს გადაწყვეტილებებზე. დიდი ხანია ეს ჩვევა გამომუშავებული მაქვს და ყოველთვის ორიენტირებას ვიღებ იმაზე თუ რა აზრის არის ხალხი იმ კურსზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება“, - დასძინა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო