ახმეტაში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა.

სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი.

როგორც იოსებ ქარუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული და შებამისი ტექნიკა მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

„ძლიერი სეტყვა იყო, ახლაც წვიმს. რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, თუმცა ყველაზე რთული სიტუაცია სოფელ ქისტაურშია, სადაც სეტყვა და ქარი იყო. ასევე ხეებია წაქცეული და მოძრაობას აფერხებს. ადგილზე ვართ და ტექნიკა მუშაობას მალე დაიწყებს. ზარალის რაოდენობაზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა