სტიქიამ ახმეტაში ინფრასტრუქტურაც დააზიანა. უხვი ნალექისა და ქარიშხლის შედეგად სოფელ მატანში ტერტერაშვილების სახლის ნაწილი ჩამოინგრა. დაიბზარა კედლები.
დაზარალებული ოჯახი ამბობს, რომ შენობა ავარიულია, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და სახლში დარჩენის ეშინიათ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ.