ლევან გოგიჩაიშვილი „პალიტრა მედიას“ საკუთარ სარეკლამო სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარის თქმისთვის მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი „პალიტრა მედიას“ საკუთარ სარეკლამო სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარის თქმისთვის მადლობას უხდის. გოგიჩაიშვილი სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს, რომ აღნიშნული ხასიათის რეკლამებისგან თავი შეიკავონ.

„შეიზღუდება რეკლამირების პროცესი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთ კომპანიას მადლობა გადავუხადო, რადგან მთლიანად უარი თქვა საკუთარ სარეკლამო ბადეში აზარტული თამაშების რეკლამირებაზე. ეს არის „პალიტრა მედია“. თუ სხვა მედიასაშუალებებიც მიბაძავენ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. შეზღუდვა იქნება გარერეკლამის კუთხითაც“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან გოგიჩაიშვილი "პალიტრამედიას" მადლობას უხდის: "მან მთლიანად უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამირებაზე და თუ სხვებიც მიბაძავენ, კარგი იქნება"

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა