კატალონიაში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა

ესპანეთში, კატალონიაში, ქალაქ კორნელია დე ლიობრეგატში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა.

როგორც ესპანური მედია იუწყება, თავდამსხმელი წარმოშობით ალჟირელია. პოლიციის განყოფილებაში შეჭრისას ის „ალაჰ აქბარს“ ყვიროდა. პოლიციელებმა მისი ლიკვიდირება მოახდინეს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ შარშან, 17 აგვისტოს ბარსელონაში და ტარაგონაში ტერაქტები მოხდა, რომლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბარსელონას ცენტრში მიკროავტობუსი ხალხის მასაში შევარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა