ლიზინგისა და განვადების ნასყიდობის შემთხვევაში დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა

ლიზინგისა და განვადების ნასყიდობის შემთხვევაში დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა. აღნიშნულის მიზნით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შევიდა.

სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლს მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

ამასთან, როგორც bpn.ge წერს, კანონის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხა (ლიზინგის საზღაურში შემავალი ყველა დამატებითი გადასახდელისა და ხარჯის გარეშე) 100 000 (ასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.

ამასთან, დღეიდანვე ძალაში შედის განვადების ნასყიდობასთან დაკავშირებით ცვლილებაც. ამ შემთხვევაშიც, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ლიზინგის საზღაურის მიღების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.

იხილეთ სტატია

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია