21 და 22 აგვისტოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-9 კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზის მე-9 კმ-ზე 21 და 22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე, ინფორმაციით, 2018 წლის 21 აგვისტოს, 10:00 საათიდან 22 აგვისტოს 22:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე (საჯავახო) არსებული დაცული სარკინიგზო გადასასვლელის ორივე მხარეს, საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მოედნის მოწყობას (ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა) გეგმავს.

„აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა გზის სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა გრუნტის გზაზე.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზაზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა