აუდიტის სამსახურში წინასაარჩევნო მონიტორინგთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო კომისიამ მუშაობა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დღეს მუშაობა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო კომისიამ, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგის საკითხებს შეეხება, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა. დღეს აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებსა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც წინასაარჩევნო მონიტორინგის საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნულ კომისიაში აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების გარდა, 14 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია ერთიანდება.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დღეს მუშაობა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო კომისიამ, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგის საკითხებს შეეხება. დღეს განხილულ იქნა წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესები, რეგისტრაციის და ინფორმაციის წარმოდგენის საკითხები. ასევე დაიგეგმა შემდგომი ქმედებები და საქმიანობა. გადაწყდა, რომ კომისია საჭიროებიდან გამომდინარე პერიოდულად შეიკრიბება. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოხდება ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახური მათ მიაწვდის ინფორმაციას განხორციელებული საქმიანობის შესახებ. კომისიაში ერთიანდება 17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის 14 ადგილობრივია, ხოლო 3 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია,"- განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა