ატენის სიონის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ატენის სიონის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წელს ატენის სიონის ინტერიერის, დასავლეთი და სამხრეთ აფსიდები, ქვის საკონსერვაციო სამუშაოების I ეტაპი დასრულდა.

„ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ქვათა შორის არსებული ცარიელი ადგილების გასუფთავებას ჰაერის ჭავლით. ინტერიერში სამხრეთ აფსიდისა და თაღის ქვების ჩაბმას ძირითად კონსტრუქციაზე და ინექტირებას. ამოივსო საპირე წყობის ქვებს შორის არსებული ნაკერები და ბზარები. მოხდა დასავლეთისა და სამხრეთი აფსიდის ქვების კონსერვაცია“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, პროექტს ნანა კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა და სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ სარესტავრაციო ჯგუფის წევრები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს