გიორგი ტუღუში - არაერთხელ გავხდით მოწმე, რომ მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს ხსენებაც არ ყოფილა

გერმანიის კანცლერის ვიზიტი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არსებული პრობლემები დავძლიოთ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ საქართველოს საკითხი მაღალი დონის შეხვედრებზე დღის წესრიგის თემა აღარ არის, ეს უდიდესი პრობლემაა.

„ეს არ არის ახალი, რომ საქართველო მაღალი დონის შეხვედრებზე აღარ არის დღის წესრიგის ნაწილი. რაც შეეხება პუტინის და მერკელის შეხვედრას, ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმე, რომ უკრაინა იყო ნახსენები არაერთი მაღალი დონის შეხვედრაზე და საქართველოთი არა თუ დაინტერესება, ხსენებაც არ ყოფილა. ჩვენ მუდმივად მივუთითებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა.

რაც შეეხება გერმანიის კანცლერის ვიზიტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გერმანია არის არა მარტო საქართველოს პარტნიორი, არამედ გადამწყვეტი ქვეყანაა, როცა საკითხი ნატო-ში გაწევრიანებას ეხება. ამიტომ, ეს ვიზიტი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს, დავძლიოთ",- განაცხადა ტუღუშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა