დონალდ ტრამპი - რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იმ შემთხვევაში განვიხილავ, თუ ისინი ისეთ რამეს გააკეთებენ, რაც სასარგებლოა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს თუ ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონთან ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამს სირიისა და უკრაინის მიმართულებით. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სანქციების მოხსნის საკითხი არ განხილულა.

„რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იმ შემთხვევაში განვიხილავ თუ ისინი ისეთ რამეს გააკეთებენ, რაც ჩვენს სასარგებლოდ იქნება. ამის გარეშე ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებ. უამრავი სფეროა, სადაც სასარგებლოს გაკეთება შეიძლება. ეს არის, სირია, უკრაინა და ბევრი სხვა საკითხი“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

აშშ-მ რუსეთისთვის სანქციების დაწესება 2014 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. სანქციები როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შეეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა