სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმისშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმისშვილზე, ნარეკ სარგსიანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ქვეყნის პოლიციის უფროსმა ვალერი ოსიპიანმა განაცხადა.

„ნარეკ სარგსიანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან მის დასაკავებლად“, - განაცხადა ოსიპიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ექს-პრეზიდენტის ძმისშვილზე და მისი დაცვის წევრზე ძებნა 5 ივლისს გამოცხადდა. ის იარაღისა და ნარკოტიკების შენახვაშია ბრალდებული. სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ასევე დააკავეს სარგსიანის ახლო მეგობარი, რომლის ბინაშიც ნარკოტიკებითა და პისტოლეტებით სავსე ჩანთა აღმოაჩინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა