ოთარ კახიძე - საჭიროა, სამართალდამცველი სისტემის რეფორმირება და განსაკუთრებული იერიშის მიტანა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „ამ ხელისუფლების პირობებში დანაშაულის სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობას“ ვერ ხედავს. როგორც კახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს ხედვა ან გეგმა.

„კარგია, რომ შს სამინისტრო არ აყალბებს დანაშაულის სტატისტიკას, როგორც ამას აკეთებდნენ წინა მინისტრები. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს ხედვა ან გეგმა ამ სიტუაციის გამოსწორების. სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო. საჭიროა, სამართალდამცველი სისტემის რეფორმირება, საჭიროა, განსაკუთრებული იერიშის მიტანა ქურდული სამყაროსა და ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ. თუმცა, ამ ნაბიჯებს სამწუხაროდ, ვერ ვხედავ და ამ ხელისუფლების პირობებში, ამ მდგომარეობის გამოსწორების ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს“, - განაცხადა კახიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით არის გაზრდილი.

როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 33 054 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 21 214 დანაშაულია რეგისტრირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს