შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება ერთი წლით შეეზღუდა.

უწყებასთან შეკრებილ სტუდენტთა ნაწილის თქმით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება.

“გუშინ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღება შეუზღუდა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს იყო ყადაღის საფუძველზე, თუმცა, ყველა, ვინც აქ ვართ შეკრებილები, ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივი. ჩვენი აზრით, სახელმწიფო გვართმევს თავისუფალი ნების არჩევანს და ეს ყველამ უნდა გავაპროტესტოთ. ადრე საუბარი იყო იმაზე, რომ ერდოღანსა და თურქეთის მთავრობას უნდოდა გადაცემა რამდენიმე პირი და ამის საფუძველზე უნდა შეჩერებულიყო აკრედიტაცია და ავტორიზაცია და ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ ეს არის”,- აღნიშნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა ლეთედიანმა.

ცნობისთვის, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს