სერგეი ლავროვი - ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციები მხოლოდ რუსეთის შეკავების პოლიტიკის გატარების სურვილით დაუწესა

ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციები მხოლოდ რუსეთის შეკავების პოლიტიკის გატარების სურვილით დაუწესა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთთან მიმართებაში სანქციები დაწესებულია არა სირიის, უკრაინის, ან ყირიმის გამო, არამედ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მეთოდების გამოყენების სურვილით, რათა რუსეთის შეკავების აბსოლუტურად უპერსპექტივო პოლიტიკა განეხორციელებინათ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ში პოლიტიკურმა წრეებმა რუსეთთან ურთიერთობები შიდაპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქციეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს