პრემიერი სუს-ის უფროსის მოადგილის გადადგომის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს. ასე უპასუხა ბახტაძემ ჟურნლისტების შეკითხვებს, თუ რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, რომ გოგაშვილი თანამდებობიდან თანხების მითვისებისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო გაუშვეს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით თვითონ უწყება გააკეთებს კომენტარს. რაც შეეხება სხვა მოსაზრებებს, ვფიქრობ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური აჟიოტაჟი",- განაცხადა ბახტაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს. უწყებაში გოგაშვილის გადადგომის დეტალებზე არ საუბრობენ.

იოსებ გოგაშვილი ვახტანგ გომელაურის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა