მამუკა ბახტაძე - არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვს დარეგულირებას ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებით

არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვს დარეგულირებას ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

"დავეხმარებით ყველა ქართულ საწარმოს. ჩვენთვის თითოეული სამუშაო ადგილი არის ძალიან ძვირფასი. ჩვენ ვართ ერთგულნი საერთაშორისო და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების. ამასთან ერთად მიგვაჩნია, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვს დარეგულირებას ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემთან ბიზნესომბუდსმენი იყო მოსული, მუშაობენ შესაბამისი პროფილის სამინისტროებიც და უმოკლეს ვადებში ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაც ამოიწურება",- განაცხადა პრემიერმა.

ცემენტის მწარმოებელი კომპანიები მთავრობის ადმინისტრაციას პრობლემების გადასაჭრელად დახმარებას სთხოვენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს