სტუდენტების ინფორმაციით, მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან განათლების მინისტრმა განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავტორიზაციის საბჭოს დააკისრა

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტის” სტუდენტებსა და განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმაჟურნალისტებს განუცხადეს, მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. მათი თქმით, მინისტრმა განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავტორიზაციის საბჭოს დააკისრა. მათივე თქმით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

“შეხვედრაზე ყველას შეეძლო დაესვა კითხვა და საკუთარი აზრი გამოეხატა და ზოგადად, მინისტრთან დიალოგში შესულიყო, რადგან აქ არის კითხვა, რა ბედი ეწევათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტი” ეწერათ, სწორედ ამ კითხვაზე პასუხი გვაინტერესებდა და ამ კითხვაზე პასუხი იყო ის, რომ მინისტრმა ეს არ იცოდა, ფინანსური საკითხებიც არ იცოდა და ზოგადად, პასუხი ვერც ერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ. შეხვედრაზე მინისტრის საუბარმა 5 წუთი შეადგინა. მისი საუბარი იყო ზოგადი, არაფერს კონკრეტულს არ ეხებოდა და არაფერი ისეთი ფასეული არ გვითხრა, რაც სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის გამოსადეგი იქნებოდა”,- აღნიშნა უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა კობერიძემ.

განათლების სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის სტუდენტები, აბიტურიენტები და ადმინისტრაცია აპროტესტებს. ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს