ალექსანდრე თევზაძე - აბიტურიენტებს, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბარებდნენ, უწყება სხვადასხვა უნივერსიტეტში მობილობით უზრუნველყოფს

აბიტურიენტებს, რომლებიც “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” აბარებდნენ, უწყება სხვადასხვა უნივერსიტეტში გეგმური ან არაგეგმური მობილობით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ განათლების მინისტრსა და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებს შორის გამართული შეხვედრის დასრულებუს შემდეგ განუცხადა.

“მინისტრი შეხვდა როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ახლაც სწავლობენ და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ იქნებოდნენ აბიტურიენტები და იმედი მაქვს, რომ ისინიც თვალს ადევნებენ პროცესს. ჩვენი სამინისტროს ამოცანაა, რომ ყველა სტუდენტისა და აბიტურიენტის საგანმანათლებლო ინტერესი დავიცვათ. მინისტრმა ყველა სტუდენტს აღუთქვა, რომ ეს ინტერესი დაცული იქნება. ყველა აბიტურიენტს, რომელსაც სხვადახვა მიმართულებაზე ჩაბარება უნდოდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, იქნება ეს გეგმური თუ არაგეგმური მობილობა, სხვადახვა უნივერსიტეტში გადანაწილება,”- განაცხადა მან.

ალექსანდრე თევზაძის თქმით, ავტორიზაციის საბჭოს უნივერსიტეტთან ხარისხისა და ფინანსური მდგრადობის მიმართულებით შეკითვები ჰქონდა და ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დღეს არის. “ეს არის სამწუხარო რეალობა და კარგია, რომ ჩვენ მივდივართ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ თუ ადრე ეს ავტორიზაციის მიღება ან უარის თქმა იყო, ეს არის პირობითი ავტორიზაცია, მექანიზმი, რომელსაც პირველად ვიყენებთ, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სტუდენტებმა, რომლებიც “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლობენ, სწავლა გააგრძელონ. უზრუნველყოფილი იყოს მათი განათლების უფლება და მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი ავტორიზაციის პირობებს დააკმაყოფილებს, ის სტუდენტების მიღებას შეძლებს”,- განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

რაც შეეხება “ინტერპრესნიუსის” შეკითხვას, გადაიხედება თუ არა ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ უწყება “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” გამართული ფუნქციონირებით დაინტერესებულია, რადგანაც მათ სტუდენტების განათლების უფლება უნდა უზრუნველყონ.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა