დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს 80 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ასეთი გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა ვირჯინიას შტატის ქალაქ ალექსანდრიაში გამართულ სასამართლო სხდომაზე მიიღეს.

საერთო ჯამში მანაფორტს ბრალი 18 ეპიზოდზე ჰქონდა წაყენებული, თუმცა 10 მათგანზე ნაფიცმა მსაჯულებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და შესაბამისი საქმეების განხილვა არშემდგარად გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ დანარჩენი 8 ბრალდებიდან 5 გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, 1 - უცხოური საბანკო ანგარიშების არასათანადო სახით დეკლარირებას, კიდევ 2 კი საბანკო თაღლითობას ეხება.

თუ მოსამართლე ნაფიცი მსაჯულების დასკვნებს გაიზიარებს, პოლ მანაფორტს 80 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა განაჩენს და მას სამარცხვინო უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო