რუსეთში უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები დააკავა

რუსეთში, ნორილსკში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები დააკავა.

როგორც უშიშროების ფედერალურ სამსახურში აღნიშნეს, დაჯგუფება ორიენტირებული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიაზე და ისინი დაკავებული იყვნენ პირების გადაბირებით საომარი მოქმედებების ზონაში ტერორისტების მხარეს საბრძოლველად.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ექსტრემისტური ლიტერატურა, საბანკო ბარათები და კავშირგაბმულობის მოწყობილობები ამოიღეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორისტული საქმიანობისთვის ხელშეწყობის მუხლით აღძრა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს