საზოგადოების ნაწილი ხვამლის მთის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობას აპროტესტებს

საზოგადოების ნაწილი ხვამლის მთის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. მოქალაქეებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შესაბამისი ჯგუფი შექმნეს, სადაც საზოგადოებისგან მხარდაჭერას ითხოვენ.

„კომპანია Clean Energy Group Georgia გეგმავს ხვამლის მთის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობას. „ტვიშჰესის" და „ნამახვანჰესის" მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. წყლით დაფარვა და დატბორვა ემუქრება ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 16 სოფელს! მოსალოდნელია არარეალური, მასშტაბების ეკოლოგიური კატასტროფა!

ხვამლის მთის ძირში არსებული მღვიმეები შეუსწავლელია და გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, შესაძლოა კატასტროფა ქუთაისსაც შეეხოს. კომპანია აპირებს მღვიმეების ბეტონით ამოვსებას, რაც არავინ იცის თუ რა შედეგებს მოიტანს!

პროექტში ხორციელდება 750 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და არავის აინტერესებს, თუ რა შედეგებს მოუტანს ეს მოსახლეობას, გარემოს და რაც მთავარია, ნადგურდება საგანძური, რომლის მსგავსიც საქართველოს ძალიან ცოტა შემორჩა!

ხვამლის მთა, რომელსაც განადგურება ემუქრება, არის საკრალური ადგილი, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთერთი უძვირფასესი ადგილი, სადაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ ამ ტერიტორიაზე განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განადგურების პირასაა!“, – ნათქვამია ხვამლის მთის გადასარჩენად შექმნილი ფეისბუქჯგუფის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა