ზესტაფონში მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

ზეტაფონში, მუნიციპალური პირველობისთვის, მინი ფეხბურთის ტურნირი მიმდინარეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტურნირი რამდენიმე წლის წინ დაარსდა და ამჟამად ავღანეთში გმირულად დაღუპული მებრძოლის, მდინარი ბებიაშვილის სახელს ატარებს.

„სოფელ მარტოთუბნის მკვიდრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი გასული წლის აგვისტოში, სამხედრო პატრულირების დროს დაიღუპა. შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე მარტოთუბნის გუნდი ასპარეზობდა, რომლის მოწინააღმდეგე საყავრიის უბნის გუნდი იყო. სანახაობრივი და დაძაბული თამაში საყავრიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. ტურნირი მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა და ფინალისტები მედლებითა და ფულადი პრიზებით მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ეს ტურნირი ერთ-ერთი იმ აქტივობის ნაწილია, რომელიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს ახალგაზრდებში და არა მარტო. თვალ-ყურს ვადევნებდით მთელი შეჯიბრის მიმდინარეობას და ფინალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თავდაუზოგავად იბრძოლა მარტოთუბნის გუნდმა: ფინალში თამაშს მათთვის განსაკუთრებული მოტივი ჰქონდა, ტურნირი ხომ მათი თანასოფლელის, ავღანეთში გმირულად დაღუპული მდინარი ბებიაშვილის სახელს ატარებს. ვულოცავთ ორივე გუნდს და მადლობას ვუხდით ასეთი თამაშისთვის,“ - აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო