ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რაც შეეხება მის მეუღლეს, დაშავებული ქალბატონი წუხელ საქართველოში გადმოიყვანეს და ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

„ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული ქალბატონი წუხელ გადმოვიყვანეთ და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს. მეც აქ ვიმყოფები და შევისწავლი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქალბატონი სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის მიუხედავად სტაბილურად გრძნობს თავს. შემდგომი მკურნალობა აუცილებელია რომ აქ გაგრძელდეს. ტრაპიზონში ამ ქალბატონის მეუღლე რეანიმაციულ განყოფილებაში ისევ რჩება“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. ტრაპიზონის კლინიკაში ამ დროისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე აგრძელებს მკურნალობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა