ბექა დავითულიანი - პროცესი ყველა მიმართულებით დაწყებულია და უახლოეს პერიოდში მივიღებთ შესაბამის შედეგებს, რაც დედაქალაქისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი გამოეხმაურა.

როგორც დავითულიანმა განაცხადა, დედაქალაქის მერმა დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ავტობუსების პარკის სრულად განახლებისა და მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირების შესახებ.

ბექა დავითულიანმა ხაზი გაუსვა ტაქსებზე ნებართვის გაცემის პროცედურის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასაც, ვინაიდან დღეიდან, ამ სერვისის მიღება უკვე იუსტიციის სახლშიც არის შესაძლებელი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პროცესი ყველა მიმართულებით უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში მივიღებთ შესაბამის შედეგებს, რაც დედაქალაქისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. 2019 წლის ბოლომდე, თბილისში მოძრავი 550 ამორტიზებული ავტობუსი ახალი ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება. მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი კი,15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანის თქმით, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მოსახლეობის სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება ხელს შეუწყობს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირებას.

აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს