ბერლინში ტერაქტის მომზადების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ბერლინში, ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ტერაქტის მომზადების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე მაგომედ-ალი ს. დააკავეს. ამის შესახებ გერმანიის გენერალური პროკურატურა იუწყება.

„2018 წლის 9 აგვისტოს გაცემული ორდერის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის 31 წლის მოქალაქის დაკავების განკარგულება გასცა. დაკავება ფედერალური სისხლის სამართლის პოლიციისა და ბერლინის სისხლის სამართლის პოლიციის სპეციალურმა ქვედანაყოფმა განახორციელა. ეჭვმიტანილის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. მას ბრალად სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის მომზადება და ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით დანაშაულის მომზადება ედება“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო