ელჩი - ჩვენ ველოდებით, რომ როდესაც გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერს შეხვდება, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას

ჩვენ ველოდებით, რომ როდესაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პუტინთან შეხვედრაზე თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ დეტალები არ უნდა გასაჯაროვებულიყო.

„გერმანიასთან ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როდესაც ანგელა მერკელი შეხვდა ვლადიმერ პუტინს, თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროვდებოდა. ჩვენ ველოდებით, რომ როდესაც კანცლერი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას.

გერმანიასთან გვინდა ორმხრივი თანამშრომლობა გადავიდეს თვისობრივად ახალ ფორმატში. გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამიტომ, გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანია ძალიან მჭიდროდ უჭერს მხარს არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ კანცლერის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები ყველა თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ხოკრიშვილმა.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცელი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-24 აგვისტოს ეწვევა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო