აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბათუმის N3 საპყრობილეში პატიმრებს ხვდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბათუმის N3 საპყრობილეში პატიმრებს ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ცოტნე ანანიძე, ასევე მოინახულებს ერთ-ერთ პატიმარს, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა.

დეპუტატის განცხადებით, წინასწარვე ცნობილია, რომ თვითდაზიანება არ უკავშირდება ცუდ მოპყრობას.

უმაღლესი საბჭოს წევრი პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით ამჯერად მეცხრედ იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო