აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტი“ - ერთ-ერთმა მამაკაცმა თავში ჭიქა ჩამარტყა - იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე, რათა ჩემი ღირსება დავიცვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გადადგომის მიზეზად მან გასულ კვირას მისი მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი დაასახელა.

„ბევრ თქვენგანს სმენია ინციდენტზე, ჩხუბზე ჩემი მონაწილეობით. საჭიროდ მივიჩნევ ამაზე ვისაუბრო. შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთი მამაკაცი ადგა და ზურგიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე, რათა ჩემი ღირსება დავიცვა. ჩემი გადადგომა არ ეხება პოლიტიკურ რეალიებს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ვიტალი გაბნია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს