სარფში, ვალეში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ვალე“, ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები 16 – 21 აგვისტოს აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეებს, ნარკოტიკული (64 აბი) და ფსიქოტროპული (19 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერება ,,მარიხუანა”(3.85 გრამი) აღმოუჩინეს.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.