დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების და საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერაა

ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი რეალობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია.

„ეს ვიზიტი არის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების, ასევე იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის.

მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის დროს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ განზომილებას. აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იყოს შესაბამისობაში საგარეო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროცესებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის რეგიონალური ხასიათის. რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ თვალსაზრისითაც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში",- განაცხადა ზალკალიანმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა