ნინო გოგუაძემ კოფი ანანის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისში, კოფი ანანის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის წევრმა გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ღვაწლი აღნიშნა.

„კოფი ანანი იყო გამორჩეული ადამიანი. გამორჩეული იყო მისი ღვაწლი ხალხების, ქვეყნებისა და ერების ისტორიაში. ეს იყო პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობდა იმ დროს, როდესაც მას გაეროს გენერალური მდივნის პოზიცია ეკავა. გულწრფელად გამოვთქვამ მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

კოფი ანანი ამ პოსტს ორი ვადით, 1997-დან 2006 წლამდე იკავებდა. 2001 წელს იგი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა